კომპოზიტორი და შემსრულებელი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ერთ-ერთი ოჯახისთვის წამლების შესაძენად დახმარებას ითხოვს.
როგორც ის წერს, 82 წლის ქალის ოკახი უსახსრობის გამო წამლებს ვერ ყიდულობს.
„მთელი გულით გთხოვთ, შევუგროვოთ წამლების ფული 82 წლის ბებიას
მედგიდში ვნახე შვილიშვილის პოსტი დახმარებას ითხოვდა
კოვიდი ჰქონდა ძალიან მძიმედ იყო საავადმყოფოში არ აწვენდნენ
მე დავურეკე Sopho Khalvashi ს ვთხოვე სოფომ ყველა ღონე იხმარა და დააწვინეს
გადაიტანა კოვიდი გამოწერეს მაგრამ მკურნალობის ფული არ აქვთ
ჩვენ არ ვიცნობთ ამ ოჯახს
შვილიშვილს ვწერდი ამბის გაგება მინდოდა
და ახლა მომწერა, რომ გამოვიყვანეთ მაგრამ აღარ გველაპარაკება აღარ ჭამს არ დგება და ძალიან ცუდად არისო
ერთი ლარიც რომ დავდოთ წამლების ფულს შევუგროვებთ
გთხოვთ მიმაყვანინეთ ეს საქმე ბოლომდეეე“- წერს კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔵 „ვიყავი ორჯერ ვაქცინირებული, სინოფარმით და მაინც მომაფრინდა კოვიდი“- ეკა ხოფერიას კოვიდისტორია