Digest Logo

„მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენ-ო, ორი ბავშვი მამის გარეშე დარჩა“ - ჟურნალისტი გარდაცვლილ ოპერატორზე

1625986909
ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

„ღმერთის სახელით რომ იძალადეს 5 ივლისს, აი ეს არის შედეგი! ლექსო გარდაიცვალა. სადარბაზოში რომ შეგვხვდნენ მოძალადეები, კამერის დაწევა ვერ მოასწრო, ისე ურტყეს თავში“, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მეორე ფოტო მე გადავუღე სარდაფში რომ ჩავედით. მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენ-ო. ორი ბავშვი მამის გარეშე დარჩა მოძალადეების გამო.

ახლა რა იქნება? უბრალოდ მიუსამძიმრებთ? ხვალ ისევ გამოიყვანთ ღმერთის სახელით მოძალადეებს ქუჩაში და ისევ ჩაქოლავენ ვინმეს. ასეთ ქვეყანაში საერთოდ რა აზრის აქვს რამეს,“ – წერს ლიკა ალელიშვილი.