Digest Logo

„მწამებელს და მკვლელს შევხვდი... თვალს თვალში ვერ მისწორებდა... თვალებს ხრიდა სიმწრით… " - ვისზე წერს მედეა ადამია

1633086586
მედა ადამია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დეა ადამია, რომელიც კოვიდინფიცირებული დედის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს, ფეისბუკზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ გუშინ იმ ექიმს შეხვდა, რომელიც, მისი თქმით, დედამისის სიკვდილშია დამნაშავე.

„დღეს ჩემი დედა ბატონის მწამებელს და მკვლელს შევხვდი. ჩავხედე თვალებში და ვუთხარი, რომ მივუტევე ყველაფერი… უფალმაც მოგიტევოს მეთქი…

თვალს თვალში ვერ მისწორებდა… თვალებს ხრიდა სიმწრით… როგორ შემეცოდა ნეტავ იცოდეთ… როგორ შემეცოდა… ახლა ასეთ მდგომარეობაში ჩემი თავი ხომ მეცოდება ჩემი ძვირფასი დედის გარეშე რომ დავრჩი, მაგრამ მისი სული უფრო შემეცოდა. დიახ, იმ „თეთრ ხალათიანი” მკვლელის, რომელმაც დედა მიწამა და უსასტიკესად მომიკლა… შემეცოდა მისი სული… დარწმუნებული ვარ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩება ძალიან განიცდის, სრულიად განადგურებულია, ღვთისგანაც წაწყმედილია…

ვინ იცის, როგორ ეწვის სული… როგორ ცეცხლში იწვის მისი საბრალო სული… ჩაითრიეს და ვეღარ იხევს უკან… ის დღეს ყველაზე დიდი მსხვერპლია და ყველა მისნაირი „ექიმი” მსხვერპლია , მსხვერპლი!!! ღმერთმა უშველოს ყველას…!

მე თქვენ ყველას მოგიტევეთ ყველაფერი, როგორც დედამ ჩემმა მოგიტევათ, მაგრამ სხვებს ვერ დაგახოცვინებთ… ქრისტიანი ადამიანი ვარ და ვერ მოგცემთ იმის უფლებას, რომ სხვები გაამწაროთ ჩემსავით და თქვენი თავიც უარესად დაიღუპოთ", - წერს მედეა ადამია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „შეხვედრა ჯგუფელ გოგონებთან, 19 წლის შემდეგ" - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს დემნა გვასალია

🔵VIDEO: ვრცელდება კადრები, თუ როგორ აიცრა ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით

🔵ზოდიაქოს ნიშნებო, მოემზადეთ დიდი ცვლილებებისთვის - ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

🔵VIDEO: „მადლობა პრეზიდენტს" - ნახეთ, რატომ უხდის მადლობას კულუმბეგოვი სალომე ზურაბიშვილს