Digest Logo

ნაგავსაყრელის მიწებსაც ვერ იმეტებენ ადამიანებისთვის - მაკა ჩიჩუა

1608730049
ჩიჩუა მაკა - ყოფილი პირველი ლედი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებს, შემსრულებელსა და მომხრეებს, სამართლიანობისა და მორალური ღირებულებების განცდა არ გააჩნიათ.

„ნაგავსაყრელის მიწებსაც ვერ იმეტებენ ადამიანებისთვის, ვისაც თავშესაფარი ჭირდება... ქუჩაში გამოყრა ხალხის რომელ კანონში წერია!

რომელ კანონზე ლაპარაკობთ ! ლარად მიითვისეს მიწები ... ვინც 1%-ით მაინც ამართლებს ამ უზნეო გადაწყვეტილებას სიკეთეზე, მორალზე, თანადგომაზე და სამართლიანობაზე ხმა არ ამოეღება“, - წერს მაკა ჩიჩუა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა ქონებას ფლობენ ადამიანები, რომელთაც გუშინ აფრიკის დასახლებაში სახლები დაუნგრიეს

ფოტორეპორტაჟი აფრიკის დასახლებიდან

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან მამას დასაქმებაში დაეხმარებიან