Digest Logo

„ნახევარი საათის წინ დედა მართა გარდაიცვალა, მამა ელია მიუახლოვდა დედის ჯერ კიდევ თბილ სხეულს და მას ხელში შვილის ცხვირსახოცი ეჭირა…“

1630180860
პირადი

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია დედა მართას იხსენებს. მის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და დედაოს უკანასკნელ წუთებს აღწერს:

„ის ალბათ არასდროს იფიქრებდა მონაზვნობაზე…

ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელმაც გამოუცხადა, რომ მონასტერში უნდა წასულიყო…

ჰოდა, ძალიან პატარა ასაკში დაადგა მამა ელია ბერობის ურთულეს აღმართს…

როგორ შეელეოდა მარტოშვილის გაშვებას დედა, ბევრიც არ უფიქრია და ისიც მონასტრის კარებს მიადგა…
ალბათ, ღმერთზე მეტად შვილის სიყვარულით აღიკვეცა მონაზვნად… ასე ხომ შვილთან უფრო ახლოს იქნებოდა…
რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა…

მამა ელიას ცხვირსახოცი სთხოვა, დამიტოვეო…

შეიძლება ამოუხსნელიც იყოს, რას ნიშნავს შვილისთვის დედა რომ დედაოც ხდება… რათ გინდა დედაო ჭუჭყიანი ცხვირსახოციო, უკითხავს მამა ელიას… მომენატრები და შენს სურნელს გულში ჩავიკრავო…

ახლა, ნახევარი საათის წინ დედა მართა გარდაიცვალა, მამა ელია მიუახლოვდა დედის ჯერ კიდევ თბილ სხეულს და მას ხელში შვილის ცხვირსახოცი ეჭირა…“ - წერს მამა პეტრე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?

„დედა მართა დავკარგეთ“ - ის კოვიდით გარდაიცვალა

„მოდის ძაან სიმპათიური ბიჭი - ერთად ხომ არ დალევდითო - სოფო ამბობს: ახლავე“