Digest Logo

ნეტავ როგორ ირგებენ მშიერი ბავშვების ფულს -ექიმის პოლიტიკური პოსტი

1604212707
ექიმი ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც საქართველოში კორონავირუსის მომატებული შემთხვევბის შემდეგ სოციალირ ქსელში აქტურად აქვეყნებს სამედიცინო რჩევებს, ამჯერად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესში ხელისუფლება ამომრჩველის ფსიქოლოგიურ გატეხვას ცდილობს.

„რაში სჭირდება „გამარჯვებულს“ მხოლოდ, იმ ოქმების დაჯამება სადაც თვითონ ლიდერობენ? ამომრჩევლის ფსიქოლოგიურად გატეხვაა მიზანი...

სანთლის შუქზე დაჯამებული არჩევნები ოცდამეერთე საუკუნეში.

ნუთუ ვერასდროს უნდა გამოვიდეს ამ ჯადოსნური წრიდან საქართველო?...

ნეტავ როგორ ირგებენ, ამ გასაცოდავებული ხალხის, მშიერი ბავშვების და მოხუცებისთვის მოპარულ ფულს.

P.S. ძალიან გთხოვთ ნურავინ შეეცდებით დამიმტკიცოთ რომ საქართველოში ხალხი ბედნიერი და მდიდარია.
მაპატიეთ მაგრამ ყველა ასეთი კომენტარი წაიშლება. უამრავი ნათესავ-მეგობარ-მეზობელი მყავს საქართველოში და აბსოლუტურ უმრავლესობას შია და წამლის შეძენის საშუალება არ აქვს. მეც შიმშილს, კორუფციას და უსამართლობას გამოვექეცი თავის დროზე.

შეგნებულად ვერიდები პოლიტიკაზე საუბარს რადგან ასე მძაფრად პოლარიზებულ საქართველოში ვცდილობ ყველას ექიმი ვიყო და არავის დარჩეს განცდა, რომ მე მისიანი არ ვარ. თუმცა, ეს უკვე მეტისმეტია. ადამინები შიმშილით იხოცებიან ქვეყანაში, საბაზისო ჯანდაცვაზე არ მიუწვდებათ ხელი და ამ დროს სინდისი გყოფნით მათ არჩევანი წაართვათ. როგორ ირგებთ ამ ლუკმას?“, - წერს ნანა გეგეჭკორი.