Digest Logo

ნიკა მელია, მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი, აგერ ძმაო, მეც კი მაქვს - ინგა გრიგოლია

1605728790
გრიგოლია მელია

დღეს, 18 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია აქციაზე ძვირად ღირებული ბრენდის, „ბარბერის“ ქურთუკით მივიდა.

სოციალურ ქსელში მელიას ქურთუკმა აჟიოტაჟი გამოიწვია, მელია ამ ამბავს თავადაც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: შტაბი დამიწვეს - ქურთუკი გამხადეს.

ქურთუკის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურა და „ბარბერის” ქურთუკში გადაღებული ფოტო ატვირთა.

ნიკა მელია, მთელი დღეა მეცინება შენი ქურთუკის ისტორიაზე, იმიტომ რომ მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი. აგერ ა, ძმაო, მეც კი მაქვს და არ დამიწყოთ ახლა სიდან გაქვს ეგ ქურთუკი, სიდანო. ერთად დავდგეთ სადმე და გადავიღოთ სურათი. მანამდე კი იყოს ეს ფოტოები. ქურთუკი – როგორც კომპრომატი”, – წერს ინგა გრიგოლია.