Digest Logo

სოფო შუბლაძე გარდაიცვლა

1614245747
დები შუბლაძეები

ნინო შუბლაძის და სოფო შუბლაძე გარდაიცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფოს მეგობრები ავრცელებენ და სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამენ.

2 დღის წინ ნინომ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თავის დას გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა. ცნობილია, რომ სოფო კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

სოფო შუბლაძე პარტნიორები საქართველოს დირექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ტრენერ-ფასილიტატორი იყო.

სოფოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელშ ასე ეხმაურებიან:

ნიკა გვარამია: სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ახლა გავიგე. ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ

ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით Nino Shubladzeს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად. RIP სოფო

ნანუკა ჟორჟოლიანი: დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ! ნინო შუბლაძე ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!

ნანა ლეჟავა: მეზიზღება ის სამყარო, სადაც სოფო აღარ არის.

თამარა ჩერგოლეიშვილი: ისეთი დამწუხრებული ვარ სოფო შუბლაძის გამო, გული მეგლიჯება. რა სასტიკია ფეისბუქი და როგორ აშიშვლებს იმას, რომ მართლა წუთია ეს სოფელი.

რატომღაც არასწორად გავიგე და ნინო მეგონა ცუდად, სოფოს მივწერე ნინოს მოსაკითხად - ინბოქსში სულ რაღაც ორი კვირის წინანდელი ხმოვანი მესიჯები მაქვს და მის შვილზე ვფიქრობ, ვინ იცის მას რამდენი აქვს.