Digest Logo

ნუ ამოისუნთქებთ შვებით, როცა გარდაცვლილის ასაკს და თანმხლებ დაავადებებს გაიგებთ! - ექიმი

1604604945
ექიმი სოფო ბერიძე

ექიმი სოფიო ბერიძე, რომელიც კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირების კუთხით, ამჯერად, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილ ერთ–ერთ პაციენტზე წერს, რომელიც მისი თქმით, მათი რეზიდენტის ბებიაა.

ექიმი წერს, რომ მიუხედავად ქორნიკული დაავადებისა ქალბატონი სიცოცხლისუნარიანი იყო. სოფიო ბერიძე მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ სოფიო ბერიძის სტატუსს უცლელად გთავაზობთ:

„ეს ჩვენი ერთი ძალიან კარგი რეზიდენტის ბებიაა.

ის კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.

დიახ, ის იყო 74 წლის და ქონდა თანმხლები შაქრიანი დიაბეტი.

თუმცა ეს 74 წლის თანმხლები დაავადების მქონე ადამიანი.

უვლიდა იმდენ პატარას, რამდენსაც ამ ფოტოზე ხედავთ.

უვლიდა სახლს, ბოსტანს, ამზადებდა სადილს, უგემრიელეს ტყემლის საწებელს.

შვილიშვილის ყველა სამედიცინო ფორმის გრძელი ბოლო მისი შემოკეთებულია.

უყვარდა შვილიშვილები, ზრუნავდა შვილთაშვილებზე და უნდოდა სიცოცხლე!

დიახ, ამ 74 წლის თანმხლები დაავადების მქონე ადამიანის სიცოცხლე ასე სავსე იყო სიცოცხლით…

და დიახ, ნუ ამოისუნთქებთ შვებით, როცა გარდაცვლილის ასაკს და თანმხლებ დაავადებებს გაიგებთ!
გაუფრთხილდით თავს!“– წერს სოფიო ბერიძე.