„მთავარი“ არხის დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი ოცნების დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩაცხრილეს.
„ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი ოცნების დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური, მის ორ თანმხლებ პირთან ერთად, ჩაცხრილეს მანქანაში კახეთში, სავარაუდოდ წინანდალში. ჩვენი ინფორმაციით სამივე გარდაცვლილია“,- წერს გვარამია.