Digest Logo

„ორ დღეში რამხელა საქმე ვქენით ერთად, ვერც წარმოიდგენთ"- აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

1624984724
ბლოგერი

ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, ხალხის დახმარებით, ბავშვებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ, ყველა საჭირო ნივთი თუ საკვები იმდენი მიუტანეს, რომ წლები ეყოფათ.

„ორ დღეში მომხდარი, მართლა ძალიან დიდი ბედნიერება ბავშვებისთვის. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იმდენი მოგროვდა, შვიდ და-ძმას კი არა მთელმა ამათმა უბანმა ჩაიცვა და დაიხურა. ბავშვებს კი უკვე აქვთ ერთი წლის სამყოფი ერთი მანქანა საჭმელი და ჰიგიენის ნივთები.

ხელშეკრულებით სამი წლით იცხოვრებენ ერთი და იგივე მისამართზე და ერთი წელი არ მოუწევთ გადასახადების გადახდა.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მართლა მთელი ბავშვობა ეყოფათ.

უბედნიერესები არიან სათამაშოებით. სამ თვეში სოციალური დახმარებაც აღუდგებათ და კარგად იქნებიან.

ბავშვების დედას მივეცით 3000 ლარი ბავშვების საჭიროებებისთვის და ექნებათ ჩვენი სამუდამო მხარდაჭერა, სანამ ყველა სრულწლოვანი არ გახდება და ქვეყანას თვითონ არ გაუკეთებენ დიიიდ საქმეეებს.

მილიონი მადლობა თქვენ, სათითაოდ ყველას. ორ დღეში რამხელა საქმე ვქენით ერთად. ვერც წარმოიდგენთ სახლში რამხელა სიხარული ტრიალებს.

წინ უფრო დიდი საქმეებია.

მიყვარხართ გულში ყველა.

#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.