Digest Logo

„ორჯერადად აცრილები არიან, დაინფიცირდნენ და არაფერი შველით“ - რა ახალ ხრიკს მიმართეს ანტივაქსერებმა?

1629272332
ანტივაქსერი

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში აზიარებს მაკა გეწაძის პოსტს, სადაც წერია, რომ ანტივაქსერებმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად ახალი გზა მოიფიქრეს.

ელისო სრულად იზიარებს გეწაძის პოსტის შინაარსს - „ზუსტად. ბევრი ეგეთი ტყუილი შემხვდა“.

„ანტივაქსერებმა მიმართეს ხალხის დაშინების ახალ ხრიკს...

ყალბი „ექაუნთებით“ წერენ სამედიცინო ჯგუფებში, რომ ვითომ ორჯერადად აცრილები არიან, დაინფიცირდნენ და არაფერი შველით.

მერე რომ ამოწმებენ ამ პროფილებს და წერენ, აღარ გპასუხობენ. რაღაც ჯარიმა მაინც უნდა დაწესდეს იმათთვის, ვინც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რადგან ეს არის დანაშაული! სწორედ ასეთი ხალხი აფერხებს იმუნიზაციის პროცესს“,- წერს მაკა გეწაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔵„მოგსტ@@# პატრონი, არ აიცრათ“ - რას წერს ია ფარულავა

🔵„26 დღეა აქ ვარ... 10 წუთის წინ მოვიდა ექიმი და მითხრა...“ - ატირებული თამუნა თანდაშვილი და სასიხარულო ამბავი

🔵29 წლის მარტოხელა, ორი შვილის დედა სალომე ჭითანავა გარდაიცვალა