ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ბაიკი აჩუქეს. საჩუქრის ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და იქვე დაწერა რომ მისი მართვის სასწავლებლად მასწავლებელს ეძებს.
„ყველა სურვილი ასმაგად შეგისრულდესო, თქვენც გითქვამთ ხომ ბევრჯერ ვინმესთვის, გულით და სულით? ხო და აღარ ვიზამ მე პირადად ასე. პანდემიის გარიჟრაჟზე სამთვლიანი ველიკა ვინატრე ყვავილების კალათით და პანდემიის მიწურულს სამთვლიანი თვითმფრინავი მეჩუქა, დამებერტყა, დამეცა გინაც. ასმაგად ასრულებულ სურვილს მზად ვერ შევეგებე. თვითმფრინავის ტარება არ ვიცი. ძრავა აქვს ათასიანი, ნელა გადაქოქვის შანსი არ დაჰყვა. ეს ათასიანი რა გაგებაა, ეგეც კი არ ვიცი, მაგრამ ღრუბლებში მოხვედრის პირდაპირი გზა რომაა, გუმანით ვგრძნობ. თანაც მართვის მოწმობა მჭირდება. მოკლედ, პედაგოგს ვეძებ, კვირაში ერთხელ ჩემთვის მოცლილ პილოტ-გამომცდელს. თუ ვინმე იცით, დამაკავშირეთ, ან გამიცვალეთ თვითმფრინავი სამთვლიან, კოხტა, რომანტიკულ ელექტროველოსიპედში. ქალი-ბეტმენი ვუჰანიდან“, - წერს ფანჯიკიძე.
წყარო: www.facebook.com