Digest Logo

პარლამენტში გიორგი ვაშაძე და 7 ოპოზიციონერი შედის – რა ინფორმაცია აქვს გვარამიას

1607420996
ვაშაძე და გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის, მათ შორის არის გიორგი ვაშაძეც.

„ქალბატონო თაკო, თავის დამშვიდება არაა კარგი თანამგზავრი. ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს - სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ და თუ გვიპასუხებს და უარყოფს ბატონი ვაშაძე, გაგვეხარდება. ჯერჯერობით სერგო ჩიხლაძეს აპასუხებიდა მესამე პირში“- წერს გვარამია, თაკო ჩარკვიანის სტატუსის კომენატრში.

აქვე გთავაზობთ თაკო ჩარკვიანის სტატუსსაც, სადაც „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლი, რომელიც ვაშაძის პარტიას შეუერთდა წერს, რომ პარტიაში „სტრატეგია აღმაშენებელი“, არანაირი რყევა არ არსებობს.

„ერთი კითხვა მაქვს, ახლა მოვისმინე გიორგი ვაშაძეც „შესვლას აპირებსო“? ეს სატელევიზიო კომენტარი - ეჭვი გამოიწვია, როგორც ჩანს (სტრატეგია აღმაშენებლის პაატა მანჯგალაძის ფბ კომენტარებმა (რომელსაც ცხადია კატეგორიულად არ ვეთანხმები) ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მანჯგალაძეს იმაზე მეტი( თუ ნაკლები არა) არ უთქვამს ვიდრე ნაცმოძრაობიდან ამ დღეებში გაჟღერდა (სალომე სამადაშვილის და პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მხრიდან, რომ ერთპარტიული პარლამენტი ცუდია ქვეყნისთვის და შიგნიდან კომისიების შექმნა შეიძლება და ა.შ) და მე რა თქმა უნდა არც მათ აზრს ვეთანხმები, არ ვიზიარებ! მოგვიანებით შეიკრიბა ნაც მოძრაობის პოლიტსაბჭო და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სამადაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც დათახმდნენ და ანგარიში გაუწიეს პოლიტსაბჭოს) რა ექნა ნიკა მელიას, რომელსაც მათგან ( სამადაშვილისგან)განსხვავებული აზრი აქვს პირს ხომ ვერ ამოუკერავდა ვინმეს , აზრი გამოითქვა არ მოიწონა ნაც მოძრაობის უმრავლესობამ და გადაწყდა არ შესვლა, ასევე იქნება „სტრატეგია აღმაშენებელში“ ეს აზრი ( რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები გამოთქვა პაატა მანჯგალაძემ, ზუსტად ისე როგორც მაგალითად ერთი კვირის წინ სალომე სამადაშვილმა) არ არის საჭირო „პანიკა“ ყველაფერი ღირსეულად იქნება სტრატეგია აღმაშენებელში, არანაირი რყევა არ არსებობს ლიდერებში.

P.S
გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს, თავად გახდე დანაშაულის - გაყალბების თანამონაწილე
გიორგი ვაშაძე“, - წერს თაკო ჩარკვიანი.