თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და წერს, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა.
„სიგიჟე უკვე ყოველდღიური, რამის ყოველწუთიერი ხდება.
ბოროტების ბოროტებით დამთრგუნავი არგუმენტები, შუა საუკუნეებიც კი არ არის.
შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ.
ნეტავ თუ ვაცნობიერებთ ბოლომდე როგორი საშიში და დამაზიანებელია ასეთი ხელისუფლება;
ნეტავ თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, რაც მათ არასოდეს, არაფრის წინაშე არ შერჩეებთ;
ნეტავ როგორ გვძინავს მშვიდად (თუკი და ვისაც) როდესაც ვიცით რომ კინო ჩვენებაზე კი ვართ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა“- წერს თინათინ ხიდაშელი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„სიტყვებს ვერ ვპოულობ! სიბრაზე მახრჩობს! მიზანმიმართულად კლავენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
🔵„ბატონო ზურა, სამშობლო 3-ოთახიან ბინაზე და საჭმელზე ბევრად ძვირი ღირს“ - ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძეზე