სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ სამსახურში შეყვანის კადრებს ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუუქმდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს- 5–6 წლით განაყენებს მას ეკლესია ზიარებისაგან“ - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
🔵რაც მეტ ადამიანს დაიჭერენ, მით მეტი გაბრაზდება - გიგა მაქარაშვილი
🔵„სასიყვარულო პარტნიორებთან მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ“ - ცაგარელი