Digest Logo

ფინანსთა სამინისტროს წლიური ანგარიში საინტერესოა ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით, რაც ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, პანდემიური დახმარების ეფექტიანობასაც ასახავს - ცუცქირიძე

1608039245
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე - Digest.ge

„ფინანსთა სამინისტროს წლიური ანგარიში საინტერესოა ფისკალური მდგარდობის თვალსაზრისით, რაც ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, პანდემიური დახმარების ეფექტიანობასაც ასახავს“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოიალურ ქსელში წერს.  

როგორც ის აღნიშნავს, გლობალური პანდემიის პირობებში, ეკონომიკის იძულებითი შეზღუდვებიდან გამომდინარე, გაზრდილი სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ხარჯების პირობებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაც.

„სწორედ ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობამ უზრუნველყო, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე, ვალების მართვა და ეკონომიკური ზრდაც. მართალია, 2020 წელი რთულია როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ პანდემიამდე, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდა პოზიტიური მიმართულებით და საკმაო ფინანსური ბალიშიც იქნა ბიუჯეტში მობილიზებული, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 5 პროცენტის ფონზე, როცა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდა იყო ძალიან დაბალი, დაახლოებით, 1 პროცენტის ფარგლებში“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

იგი აღნიშნავს, რომ 2019 წელს დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით, ასევე ქვეყანას ჰქონდა ვალის დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც 2-ჯერ სავაჭრო ბალანსი და კიდევ უფრო მეტად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი;

„ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრებსა და ზოგადად, ფისკალურ მდგრადობაზე მიუთითებს ბოლო პერიოდში, მიმდინარე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება, საბიუჯეტო დეფიციტის, ასევე, დაბალ 2 პროცენტიან ნიშნულზე დაწევის შედეგად, 8.5 პროცენტამდე გაზრდილი კაპიტალური ხარჯებიც, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. სწორედ ამ ფაქტორის გამო, ქვეყანა 2020 წელს საკმაოდ მაღალი ბუფერებით შეხვდა, რომელიც გამოიყენა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ხოლო პანდემიური დახმარების, რომელსაც დონორი ორგანიზაციებიდან იღებს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, სულაც მსოფლიოში პირველ ადგილზეა! მაღალი კაპიტალური ხარჯები და დაბალი დეფიციტი, განსაკუთრებით, აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის ქვეყანაა,“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკებების შედეგად საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, დამატებით, 1,9 მლრდ დოლარის გამოყოფაზე, ხოლო ქვეყანამ სწრაფად და წარმატებით შეათანხმა განახლებული ფისკალური ჩარჩო, რაც უკავშირდება ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას და ხელისუფლების მიმართ მაღალ ნდობას.