Digest Logo

„პფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო!..“ - გიორგი ფხაკაძე

1627558739
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს ვაქცინის მესამე ბუსტერული დოზის აუცილებლობის შესახებ და აქვეყნებს შესაბამის კვლევასაც.

„პფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო

✅დაბალეფექტური ვაქცინების (ჩინურები, რუსულები და ბრიტანულიც) შემთხვევაში ბუსტერის არ შეთავაზება არის დანაშაული და გვეყოს ეს არაპროფესიონალიზმი საქართველოში

✅ისრაელის ვაქცინაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ასაკოვან მოსახლეობას შესთავაზონ მესამე ბუსტერული დოზა.

✅60 წლის ასაკის ზემოთ სერიოზული დაავადებისგან დაცვის ეფექტი შემცირებულია 97%-დან 81%-მდე.

✅წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ადრეულ პერიოდში (იანვარი) აცრილი პირების დაცვის ეფექტი ფაზიერის ვაქცინაზე შემცირებულია 16%-მდე.

✅და კიდევ ერთი კომენტარი „ვაი ექსპერტებს“ – ვაქცინაცია არ არის ერთადერთი! ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება სამედიცინო პირბადესთან და დისტანციასთან ერთად. ამ პანდემიის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ სამივე კომპონენტი არის ერთდროულად ამოქმედებული: 1. სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან და ყოველთვის + 2. ხალხმრავალი ადგილდებისთვის თავის არიდება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა + 3. ეფექტური ვაქცინაცია (2 დოზა „ფაიზერ“ი ან დაბალეფექტური ვაქცინები+1 დოზა „ფაიზერის“ ბუსტერი)

✅ჯანმრთელობას გისურვებთ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „ჩემი სტუდენტის დედა მოვხსენი დღეს აპარატიდან" - ლევან რატიანი

მზეზე 15 წუთით ყოფნაც კი საკმარისია „მზის ალერგიის“ განსავითარებლად - რჩევა ალერგიულ ადამიანებს

„დასახული მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება" - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი