პროფესორი მანჩო იოსელიანი სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსის, ამირან სალუქვაძის პოსტს აზიარებს და „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ წერს. ამბობს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს ბევრი მიზეზის გამო ვერ იტანენ და სწორედ ესაა მათი უმადურობის სახე.
„გაფლანგული 50 მლნ ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2006(!) წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაკეთებლად გამოყო.
მოიკლავენ თავს ნაცმოძრაობისთვის, აბა რას იზამენ? გაიძარცვა საავადმყოფოს ინვენტარი, მოწყობილობები, მ.შ. ფერადი ლითონები. 1000 საწოლი შემცირდა 80-მდე.
რა დონის უნდა იყო, შენი ბაბუის (პაპის) სახელობის საავადმყოფოს აღსადგენად ფონდმა „ქართუმ" ამოდენა თანხა გამოგიყოს და ფულიც გაფლანგო, საავადმყოფოც გაძარცვო...
კალოიანი ყიფშიძის მოადგილე ყოფილა და არაფერი გამიგიაო, ამბობს.
ხომ ხვდებით რამდენს ხარჯავდა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში. გაიხსენეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯარის და პოლიციის აღჭურვა, მათი ასევე საჯარო სექტორის სახელფასო უზრუნველყოფა და უამრავი სხვა.
აგერ კიდევ ერთი მსხვილი ქველმოქმედება, 50 მლნ ლარი, რომელიც უბრალოდ აიღეს და მიითვისეს. ამ თაღლითობაში ბობოლა ტიპები რომ იქნებოდნენ ჩართული, ეჭვი ეპარება ვინმეს?
დღეს საწოლფონდი 350 საწოლამდეა გაზრდილი და იგეგმება კიდევ უფრო გაზრდა.
Amiran Salukvadze
P. S. და ნაცსექტანტები ბიძინას ვერ იტანენ, ეს არის ამ უმადურების სახე!“, - წერს მანჩო იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„კორონავირუსი ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს“ - გიორგი ფხაკაძე