Digest Logo

„შეუძლებელია ის იყოს ერთადერთი და ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც პიროვნებაზე მთლიანად ახდენს გავლენას“ - სოფიკო შევარდნაძე

1637667078
სოფიკო შევარდნაძე

ტელეწამყვანი სოფიკო შევარდნაძე სოციალურ ქსელში ოჯახის როლსა და დანიშნულებას განიხილავს. მისი თქმით, ყველაზე მარტივია შენი პასუხისმგებლობა სხვას გადააბარო.

„ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ფრაზა, რომელსაც ხშირად ეთანხმებიან, ეწინააღმდეგებიან ან განიხილავენ.

მგონია, რომ არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობა აკიდო ყველაზე ახლო ადამიანების წრეს.

ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე. ოჯახის მისიაა იყოს მეგზური, დაგეხმაროს საყრდენის და მორალური ძაფის პოვნაში, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი არჩევანი მომავალში, მაგრამ შეუძლებელია ის იყოს ერთადერთი და ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც პიროვნებაზე მთლიანად ახდენს გავლენას.

ამას ახლა განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ, როგორც დედა, ყველა სიტყვას ვიაზრებ და ყველა ნაბიჯს. როცა
მესმის ფრაზა: „ასეთი იმიტომ ვარ, რომ ჩემს ოჯახში ასე და ასე იყო“, მინდა ვიკითხო: „და თქვენ რა გააკეთეთ საკუთარი თავისთვის, რომ ასე არ ყოფილიყო?“.

არაფერია იმაზე კომფორტული, ვიდრე საკუთარი პასუხისმგებლობა გადააბარო მას, ვინც იყო შენ გვერდით. იქნებ სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ ხოლმე?“, - წერს სოფო შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ასტროლოგებმა ამ თვის ბოლო იღბლიანი დღე დაასახელეს

🔵ქუთაისში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა

🔵„ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა" - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე