ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელის საშუალებით მისი კარგად ყოფნით შეწუხებულ ადამიანებს მიმართავს. ასათიანი კონკრეტული მესიჯის ავტორს სცემს პასუხს:
„ჩემი ერთი ემოცია მინდა გაგიზიაროთ. მე ვარ მცენარესავით, ბედნიერებას მანიჭებს მზე და წყალი. ამიტომ ზამთარში ჩვეულებრივად ზეზეულად ვკვდები. ახლა, როდესაც უკვე ვგრძნობ, რომ მოდის გაზაფხული და სუნიც იგრძნობა, საერთოდ სხვანაირი განწყობა მაქვს, რაც ეტყობა „სთორებშიც“ ჩანს.
კარგ ხასიათზე ვარ, ვცდილობ გავიღიმო და ჩემი დადებითი ემოცია თქვენც გაგიზიაროთ… ამ დროს მომდის ქალბატონის წერილი. განცდა გექნებოდა, რომ 75-80 წლის იყო, მაგრამ ჩემზე დაახლოებით 4-5 წლით პატარა აღმოჩნდა.
მწერდა „არ გეკადრება ასეთი ამჩატებული საქციელიო“. რა გინდა? რატო იბრძვი? ვიღაც კარგად არის, შენ რა გაწუხებს? დავდგე თავი წავიკრა და ყველაფერი ის გითხრათ, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ? თუ ის მოგიყვეთ, რომ ხვალ ჩემი შვილის წლისთავია და ვცდილობ ამ თარიღს გავექცე, თუ რა გინდა? შენ თვითონ თუ არ გიხარია ცხოვრება, სხვას რატომ უფუჭებ ხასიათს?“, – ამბობს მაია ასათიანი.
ცნობისთვის, ტელეწამყვან მაია ასათიანის 19 წლის შვილი, ნუცა მახვილაძე საფრანგეთში 2017 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: