ლალი ლაღაძაშვილმა, რომელიც ემიგრაციაში იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო და საქართველოში დაბრუნდა. ახლახან კი სოციალურ ქსელში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ლალის მეგობრები წერენ ის მძიმე სენს ებრძოდა.
„რამდენი ოცნება დარჩა აუხდენელი, რამდენ დარდს იტევდა მისი გული. მთელი დღეს, მისი ღიმილიანი ფოტოები ირევა თვალწინ, ვერ დავიჯერე, ვერ მივხვდი, ვერ გავიგე რა ხდებოდა. მეგობარს მივწერე, - გამაგებინე რა ხდებათქო? - დაიღუპაო, საქართველოში წავიდა, როცა ცუდად იგრძნო თავიო. ვერაფერი მოუხერხა საშინელ დაავადებასო.
ვკითხულობდი, მის მესიჯებს და ცრემლი მეძალებოდა. სრულიად პატარა, კაფანდარა გოგო გაფრინდა აღარ არის. ერთი ემიგრანტის ცხოვრებაც დასრულდა. დაიხურა, დარდით სავსე ფურცლებიანი, მისი ცხოვრების წიგნი.“ - წერს გარდაცვლილის მეგობარი.
წყარო: exclusivetv.ge