Digest Logo

„ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში​“- რა დიაგნოზი დაუდგინეს კახა კალაძეს

1616778029
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა, რის გამოც სამედიცინო კვლევებს გადის. 

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე! “- წერს კახი კალაძე.