ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ ახალგაზრდობა, წარმატება და სიცოცხლე დროებითია.
მისი თქმით, რაც გინდა აკეთე და როგორც გინდა იცხოვრე, თუმცა ყოველთვის მზად უნდა იყო სიმართლის გასაგებად.
„განგება, ბუნება, გარემო, ცხოვრება, თავად ადამიანები ცხოვრება, მუდმივად მიგვანიშნებენ, რომ ახალგაზრდობა, დიდება წარმატება და სიცოცხლე დროებითია. ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ გააზრება არ ძალგვიძს.
ვამბობთ, მაგრამ საკუთარი ნათქვამი არ გვესმის.
სხვისი ქმედება გიკვირს და განიკითხავ.
სხვისი ცხოვრება არ მოგწონს და აღშფოთებული ხარ.
შენთვის მიუღებელია სხვების ქმედება, რაც თავად გაგიკეთებია, ოღონდ არავის გაუგია.
რაც გინდა ქენი, რაც გინდა თქვი, როგორიც გინდა იყავი, როგორც გინდა იცხოვრე მაგრამ იცოდე, იყავი მზად სიმართლის გასაგებად“,- წერს ჯაჯანიძე.