Digest Logo

„რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია???“- რას წერს მამულიჩა

1629012420
მომღერალ-პროდიუსერი

მომღერალ, ლელა წურწუმიას კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი მეუღლე, კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, მომღერალი საავადმყოფოში, პროფილაქტიკის მიზნით, თავად გადაიყვანა.

„ამ სათაურით რო დაიწყებ ნიუსს, და მერე შინააარსს რო მიაბავ, ბოდიში მარა მართლა ესააა ზუსტად , ბოროტულად,გამიზნული დაწერილი , თავისი ამ ვითომ შეკითხვებით, ბევრმა რო წაიკითხოს და მერე თითი იშვირონ, რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი
ჯერ ეს ერთი
არავინ არ გადაუყვანიათ, მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში
ორი დღის , 12 ში , ატკივდა ყელი და პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს
მეორე კიდე , რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია???კონტაქტი ქონდა ვინმესთან?
ლევან რატიანის გუნდს დიდი მადლობა….
სხვა რაღაცის დაწერას აზრი არ აქვს
ჯამრთელობას გისურვებთ“,- წერს კახა მამულაშვილი.

ცნობისთვის, ლელა წურწუმიას კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.


აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

ლელა წურწუმია კლინიკაში გადაიყვანეს - მომღერალს კოვიდი დაუდასტურდა

აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? - რას წერს ფაიზერით აცრილი ქალი