Digest Logo

„როგორ დაადასტურებს, რომ თანამედროვე მედიცინა სათანადოდ იცის და კომპეტენტურია?“ - ექიმი გამყრელიძეს უპირისპირდება

1630050477
მანანა გეგეშიძე ამირან გამყრელიძე

ექიმი მანანა გეგეშიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუპირისპირდა.

„ჟიჟილაშვილის გამყრელიძესთან ინტერვიუს ნაწყვეტს მოვუსმინე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს დამატებით ვკითხავდი:

1) რატომ ვერ მოაგვარა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბავშვების და დანარჩენი მოსახლეობის ტყვიით მასიურად დასნებოვნების პრობლემა;

2) თვლის თუ არა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსობა და ,,ევექსის” მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს;

3) როდის ჩააბარა ბოლოს სასერტიფიკაციო თუ საკვალიფიკაციო გამოცდა მედიცინის რომელიმე დარგში. როგორ დაადასტურებს, რომ თანამედროვე მედიცინა სათანადოდ იცის და კომპეტენტურია? კონფერენციებზე დასწრება არ იგულისხმება. აი, ვთქვათ აშშ-ში რომ აბარებენ ექიმები სპეციალობაში სერიოზულ გამოცდას 10 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად, ისეთზე ვლაპარაკობ.

ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხები თუ არა აქვს, ცოტა სხვანაირი ტონით გველაპარაკოს ბატონი ამირანი მოქალაქეებს – ხელფასს ჩვენ ვუხდით”, – წერს ექიმი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღესაც მივარდება სატურაცია 85-მდე, მიშველეთ“ - მძიმე კოვიდ ისტორია

🔵„დელ­ტა უკა­ნას­კნე­ლი შტა­მი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ის არის, რომ მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვის მუ­ტა­ცია არ მოს­ვლია“ - ექიმი

🔵როგორ ვძლიოთ კოვიდის შემდეგ სისუსტეს და უღონობას და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი - რჩევები ექიმისგან