მეუფე ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილიდან, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.
ამასთან, დამატებითი სამედიცინო კვლევებისთვის მეუფე ზოსიმე ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში. ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, დღეგრძელობასა და მხნეობას", - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მეუფე ზოსიმე უგონო მდგომარეობაში იპოვეს“ - როგორია მისი მდგომარეობა?
🔵„რა სიგიჟე ჩაგიდენიათ 19 დღეში... ამ ამბის მოყოლით დავიწყებთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
🔵ადვოკატის პირველი კომენტარი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე