16 იანვარს ქართველი ემიგრანტებისთვის სტამბოლში გრანდიოზული საღამო გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა „ლიდერ ტივიმ“ განაცხადა და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ემიგრანტებისთვის იმღერებს ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი. აგრეთვე, მოეწყობა „ფეშენ ვიკი“, სადაც მონაწილეობას დიზაინერი გიორგი მასხულია იღებს.
აღნიშნული საღამოს პოსტი ფეისბუკზე ბლოგერმა გურამ შეროზიამ გააზიარა და დაწერა: „სტამბოლში მეორედ მოსვლაა. ტური ხომ არ გადმოვწიო და დავამთხვიო?“
სწორედ ამ ირონიით დაწერილ პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეწამყვანი ლევან კვარაცხელია იგივე რობერტო მავანი.
„ტიპი როგორი განაგლებულია. რომ დაეძახათ მეექვსე კაცად, უკვე იქ იქნებოდა“, - წერს ლევან კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე“ - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი