Digest Logo

„სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... “ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

1640760273
თამარ ჩერგოლეიშვილი და სააკაშვილი

„ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საუბარს იხსენებს.

„2013 წლის შემოდგომაზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავცვივდით.

მარგველაშვილის არჩევის შემდეგ, სააკაშვილი ისე წავიდა ქვეყნიდან დიპკორპუსს არ დაემშვიდობა (ნუ არც ჩვენ დაგვემშვიდობა, მაგრამ ეგ არ მანაღვლებდა).

ამ თემაზე დავურეკე, ვთხოვე ჩამოსულიყო და გამოსამშვიდობებელი მიღება გაემართა დიპლომატებისთვის.
ამასთან, ვთხოვე, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას დასწრებოდა - ვთვლიდი, რომ ეგ სურათი ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული ტრადიციისთვის, როდესაც წინა პრეზიდენტი, მომავლის ინაუგურაციას ესწრება.

დიალოგიც მახსოვს, მარგველაშვილი დამსახურებულ უცენზურო ეპითეტებში ამოვგანგლე, მაგრამ სააკაშვილს ვუხსნიდი, რომ მარგველა როგორი არარაობაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტად აირჩიეს და რადგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია შევქმენით, ახლა პრეზიდენტების ინაუგურაციის ცივილიზებული ტრადიციაც შევქმნათ, დავდგეთ არარაობებზე მაღლა და პატივი ვცეთ ინსტიტუტებს -მეთქი.

ჩამოვიდა, დიპლომატების მიღება გააკეთა, მაგრამ ინაუგურაციის წინა დღეს მოგვიტყდა - ეგ თხოვნა არ შემისრულა, როგორც ყველამ შენიშნეთ, მარგველას ინაუგურაციას არ დასწრებია.

ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, მეგობრის რჩევა იყო, თუ მტრის, რასაც ვურჩევდით?
პატრიოტის რჩევა იყო, თუ მოღალატის, რასაც ვურჩევდით?

მე მგონია რომ ის რჩევა იყო, რაც პატრიოტ მეგობარს უნდა მიეცა, და ახლაც იგივეს ვურჩევდი დრო რომ დავაბრუნოთ, როგორი ისტერიკაც არ უნდა გაემართა.

მე მგონია, რომ კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს სურათი სადაც წინა პრეზიდენტი შემდეგის ინაუგურაციას ესწრება, მე მგონი რომ ეს სურათი დღევანდელ პროცესსაც სანდოობას შესძენდა.

მარგველაშვილი როდესაც პრეზიდენტი გახდა, მას ხელში ჰქონდა ინსტრუმენტი და შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური დევნის დასრულებაში.

გასაგებია, რომ საბოლოოდ ივანიშვილის გადასაწყვეტი იყო, პოლიტიკური დევნა დასრულდებოდა თუ არა. ნებისმიერ შეწყალებას შეიძლება ახალი ბრალი და მსჯავრი მოჰყოლოდა, მაგრამ მარგველაშვილის ხელიდან სწორი სიგნალი გაშვებული იქნებოდა - ინსტიტუტის მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი წინააღმდეგობა, ქართული დემოკრატიული ტრადიციის აგებაში დადებული აგურია, მაგრამ მაშინ მარგველაშვილს ეს არ აწყობდა - დემოკრატიული ტრადიცია არ ანაღვლებდა, სააკაშვილი მაშინ მტერი იყო.

ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დემონსტრირება და ეროვნულ თანხმობაზე ფიქრი, მის პრიორიტეტებში არ შედიოდა მაშინ. დღეს, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, იმ ბიძინა ივანიშვილის, ვინც მარგველაშვილი პრეზიდენტად დასდო.

თავად მარგველაშვილს, პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, დევნის დასასრულებლად და პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად არაფერი გაუკეთებია.

ახლა სააკაშვილი მედიის ყურადღების ცენტრშია და მარგველაშვილი მხრიდან მისთვის "პუტინის პატიმრის" ძახება არარელევანტურ მარგველაშვილს რელევანტურობას სძენს.

მე ვერ ვხვდები, მის სიტყვებს ვინმე რატომ უნდა ენდოს? მოკლედ, აი ესაა რის გამოც მეცინება ამ „ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე"!

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵დედამიწის პირველი ხედი მთვარიდან (ფოტო)

🔵„31-ში, 15-20 წუთით ადრე, ვიდრე დაიწყება ახალი წელი “- მიხეილ ცაგარელის რჩევები იღბლისა და წარმატებისთვის

🔵VIDEO: ვახო მეგრელიშვილმა თავისი ნამღერით ია ფარულავა ააცეკვა

🔵„ეს შერიგება იმას ჰგავს, ქმარი რომ ცოლს ბიჩოკებს აწვავს, ერთ-ორ ბრიტვასაც გაუსლიკინებს... თავმოყვარეობა რომელ „პავაროტში" დატოვეთ?“ - ლალი მოროშკინა

🔵„გთხოვთ, ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ, დაიბუსტეთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი