Digest Logo

„31-ში, 15-20 წუთით ადრე, ვიდრე დაიწყება ახალი წელი “- მიხეილ ცაგარელის რჩევები იღბლისა და წარმატებისთვის

1640948340
მიხეილ ცაგარელი

სულ რამდენიმე დღეში ახალი 2022 წელი დადგება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და საზოგადოებას რჩევებს აძლევს. ამჯერად, ასტროლოგმა „რუსთავი 2“-ის ეთერში წინა საახალწლო ტრადიციაზე ისაუბრა.

„31-ში, დაახლოებით, 15-20 წუთით ადრე, სანამ დაიწყება ახალი წელი, ვიღებთ 6 ცალ სხვადასხვა ფერის სანთელს.

ერთი თუ იქნება ლურჯი, მეორე უნდა იყოს შავი. მესამე თუ იქნება ყვითელი, მეოთხე უნდა იყოს წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ყავისფერი. ვანთებთ ამ სანთლებს და მადლობას ვუხდით წინა წელს ყველაფრისთვის. ასე ვისტუმრებთ წინა წელს და 31 -ში უკვე თითოეულ ამ სანთელს სურვილს ჩავუთქვამთ. 6 სურვილის ჩაფიქრება შეგვიძლია.

1 თებერვალს შეგვიძლია კიდევ მივეგებოთ ვეფხვს. ორი სიმბოლიკა უნდა გვქონდეს მაგიდაზე: ვეფხვის და ხარის. ხარის წინ დავდოთ ცოტა მწვანილი, ხოლო ვეფხვს პატარა ნაჭერი უმი ხორცი.

1 თებერვალს მხოლოდ ვეფხვის სიმბოლიკა დატოვეთ მაგიდაზე.

რა არ უყვარს ვეფხვს? ცხვრის ხორცი ნაკლებად ან გამოვრიცხოთ საერთოდ. 31 -ში და 1 თებერვალს თავი შეიკავეთ ლუდის დალევისგან. ასევე, ბრინჯი და თევზეული არ არის საჭირო. სამაგიეროდ, საცივიდან დაწყებული, მამაპაპური საჭმელები შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე.

ვეფხვი ჭამს ტახს. როდის დაიწყო ვირუსი? 2019-ში ტახის წელში, ანუ ვეფხვი მოგვიტეხავს აი, ამ ვირუსის პრობლემებს და გაჩნდება ახალი წამალი, რომელიც შეგვიცვლის ყველა სახის ინექციებს.

უახლოესი 2 წელი იქნება სასიხარულო ცვლილებების წელი.

წითელი ფერი, აქსესუარების სახით, კარგი იქნება გაიკეთოთ. შავ-ლურჯია ვეფხვის ფერები“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ვახო მეგრელიშვილმა თავისი ნამღერით ია ფარულავა ააცეკვა

🔵„ეს შერიგება იმას ჰგავს, ქმარი რომ ცოლს ბიჩოკებს აწვავს, ერთ-ორ ბრიტვასაც გაუსლიკინებს... თავმოყვარეობა რომელ „პავაროტში" დატოვეთ?“ - ლალი მოროშკინა

🔵„გთხოვთ, ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ, დაიბუსტეთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ვეფხისტყაოსნის გამოცემათა რეკორდული რაოდენობის გამომცემელი... გული ჩამწყდა! მშვიდობით“ - ბადრი შარვაძე გარდაიცვალა

🔵„თქვენ გძულთ ახლა ეგ ადამიანი, მე კი მეცოდება, უყურადღებობამ ცოლისა და არდაბადებული ბავშვის მკვლელი გახადა“ - გიორგი ჩენდლერი

🔵„ხედავ? კოვიდზე უფრო მეტად, თურმე, შიდა ინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!“ - რას წერს დავით გადელია

🔵„შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები... შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად“ - მიხეილ სააკაშვილი