ჟურნალისტი და კლინიკა „გორმედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში კლინიკის ტერიტორიაზე მოსმენილი დიალოგის შესახებ წერს.
„გორში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ორი მამაკაცის საუბარს შევესწარი:
- რას შვრები, როგორ ხარ?
- რავი, დაგვიძველდა პურმარილი.
- აი, გიასთანა კაი ჩრდილია ხეივნის ქვეშ და დავსხდეთ ბიჭები საღამოს.
- აქ რათა ხარ?
- გურამას ცოლი ვერ არის კაათა, კორონა აქვს და რეანიმაციაში ყოლიათო, მაგას გამოვყევი...
შე დალოცვილო, იმ თქვენი გურამას კოვიდინფიცირებული ცოლი რეანიმაციაში თუ წევს, რაღა პურმარილზე ძალაობ, მაგ ლხინებით და ქეიფებითაა 5000-ს რომ მიუახლოვდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი!
პ.ს. დასხდებიან ესენი საღამოს გიას ხეივნის ქვეშ", - წერს თინიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
Pfizer -ის 10 ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი
4233 ინფიცირება, 1934 გამოჯანმრთელება, 38 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში