ეკატერინა კვაჭაძე ძმის, ლადოს შესახებ გვიყვება, რომელიც 112-ის თანამშრომელია. გოგონა ლადოს ყოველდღიურობას გვიზიარებს და იმ მძიმე სამუშაო პირობების შესახებ წერს, რაც კოვიდის პანდემიით არის გამოწვეული. ასევე აღნიშნავს, რომ არ ესმის იმ ადამიანების წუწუნი, ვისაც პირბადის ტარება დღის გარკვეულ მონაკვეთში უწევს.
„დაიჯესტი“ ეკატერინე კვაჭაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ჩემი ძმაა.
112-ის თანამშრომელი ჩემი ძმა!
24 საათი უკეთია პირბადე და 24 საათი სპეციალური ტანსაცმელი აცვია გამოძახებებზე! და შენ წუწუნებ, ან საერთოდ არ წუწუნებ და საერთოდ არ ატარებ პირბადეს, საჭირო სივრცეებშიც კი!!!!!
დღე-ღამეში უამრავი გამოძახება აქვთ და ამ უამრავში – ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული. შეუძლებელსაც აკეთებენ, წამით არ უწევთ დასვენება სასწრაფოს ექიმებს! მხოლოდ მისამართიდან მისამართზე მისვლის პედიოდში, მანქანაში ისვენებენ!
ექიმებიც ინფიცირდებიან უკვე! და რომ ვწუწუნებთ, 112-ს ვერ ვუკავშირდებითო, ისაო ესაო…
აი, შორს აღარ ვართ იმისგან, რომ საერთოდ ვეღარ მოგაკითხონ 112-დან!
შენ, ვისაც არ გჯერა და საარჩევნოდ მოგონილი გგონია ეს ვირუსი! შენ, ვინც ღამის ცხოვრების აკრძალვის მერე, სახლის „ტუსოვკებზე” გადახვედი, ბოროტი ხარ!
შენი, ჩემი, სხვისი გაუფრთხილებლობის გამო, უდიდესი საფრთხის წინაშეა დღეს თქვენთვის თავდადებული მედ-პერსონალიც, რომლის სალანძღავად სიტყვებს არ იშურებთ ხოლმე ))))
თბილისი, აჭარა და საერთოდ მთლიანად საქართველოც საფრთხის წინაშეა!!!!!
და შენ, ბოროტი ხარ!
და შენ არც ცდილობ, რამე შეცვალო და გაუფრთხილდე შენს ქვეყანას და შენს ირგვლივ ადამიანებს!
ღმერთს ვთხოვ, ყველა ექიმი დაიფაროს, რომ ისევ შეძლონ თქვენი გადარჩენა გადაუდებელ სიტუაციებში... ", - წერს ეკატერინა კვაჭაძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:
პირველი სამი დღე დააკვირდით ამ სიმპტომებს და იმოქმედეთ - ექიმი გვაფრთხილებს
ნეტავ როგორ ირგებენ მშიერი ბავშვების ფულს -ექიმის პოლიტიკური პოსტი