მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 20 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას შესახებ წერს. ამბობს, რომ ერთი წლის წინ ის ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილ ნიკას შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა. Facebook-ის ქართულ ანალოგს ქმნიდა - Feedc.com-ს.
ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე ხშირად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა.
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ", - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
🔵VIDEO: „ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს!“ - ცოტა რამ 20 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ