თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლამდე ბიჭი ჩაცხრილეს. ის კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს და მდგომარეობა მძიმე იყო.
დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, 20 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილი და აპლიკაცია feeds-ს შემქმნელია.
ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე.
„ნიკო 2019 წელს გავიცანი, როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა.
მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-თქო დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს!
ვინ ხართ ვინ გაგზარდათ, ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს...“- წერს ზამბახიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც აცრილები ხართ...“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს
🔵„მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას“ - ფხაკაძე