Digest Logo

🎥 საქართველოში წამოსვლამდე სააკაშვილი რადას დეპუტატზე დაქორწინდა?

1633110581
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში წამოსვლამდეა გადაღებული.

„მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. ყველა ჩემი წინა ურთიერთობის მადლობელი ვარ, და ბევრს ვფიქრობ იმ ურთიერთობებზე, მაგრამ დღეს მე და ლიზა ვართ ერთად. გვინდა ყველამ გაიგოს ჩვენი ბედნიერება და ბედნიერება გვისურვონ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში.

„მხარს ვუჭერ მის ბრძოლას. რადგან მხოლოდ ნამდვილ მებრძოლებს, ამხელა გულით და თავიანთი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლიათ შეცვალონ სამყარო! მხოლოდ მიშას მსგავსი ადამიანები მზად არიან გარისკონ სამშობლოსთვის,“ - წერს ლიზა იასკო

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც წერს, რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია. მოგვიანებით კი ის თბილისში დააკავეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას

🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?