საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მას 2 დღეა თავის შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„2 დღეა არ მინახავს. არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო. არავითარი კომუნიკაცია არავისთან არ მქონია“, - განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ გიული ალასანიამ.
ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.
დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება?
🔵„მე არაფრის მეშინია“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე
🔵სად დააკავეს სააკაშვილი? - „ის უკვე „მატროსოვზეა“, მისი ადვოკატი კი გვარამია იქნება