Digest Logo

„საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია“ – ფხაკაძე ისრაელიდან მიღებულ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

1625490238
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ის სოციალურ ქსელში მეტად აქტიურია და დღეს მორიგ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ისრაელიდან ახალი ინფორმაცია მიიღო, რასაც მოქალაქეებს გაუზიარებს.

„იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ახლა?! - ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია. საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია.

„ფაიზერის“ ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის დავარდნილი 64%-მდე მანამდე კვლევებმა აჩვენა 88% ეფექტიანობას. თქვენ წარმოიდგინეთ დაბალ ეფექტიანი ვაქცინების ეფექტიანობა რა არის….

შეგახსენებთ, ადრეულმა კვლევებმა გვაჩვენა რომ „ფაიზერის“ ეფექტურობა იყო 88% და „ასტრაზენეკას“ 60% დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. სხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ჯანმრთელობას გისურვებთ …“,- წერს ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა... მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა“ - გიორგი ფხაკაძე

„ეს ვიდეო უნდა გადიოდეს ყველა ქართულ არხზე!“ – რას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე?

„ეს ქვეყანა როგორ იმართება?! ყველაფერს აქვს საზღვარი!“ - ფხაკაძე ცერცვაძეს დაუპირისპირდა