Digest Logo

„მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა... მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა“ - გიორგი ფხაკაძე

1625226690
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, თუ ამ კვირაში ინფიცირებულთა 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს რიცხვი გაორმაგდება.

მან რადიო „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოში დომინანტი „დელტა“ შტამი იქნება.

„დელტა შტამი“ მუმბაიდან წამოვიდა. პერუში ამოყო თავი წინა კვირას კიდევ ერთმა ახალმა შტამმა. ზოგადად, რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის ვირუსი კარგავს თავის სიძლიერეს და ხდება ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ, სამწუხაროდ, მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა.

საქართველოში ახლა სულ ბრიტანული შტამია. თუ ამ კვირაში ყველა ახალი ინფიცირებულის 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება მინიმუმ გაორმაგებული, 20-30%-ი.

პრაქტიკულად, აგვისტოს თვეში ჩვენ უკვე გადავალთ „დელტა“ შტამზე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ეს ქვეყანა როგორ იმართება?! ყველაფერს აქვს საზღვარი!“ - ფხაკაძე ცერცვაძეს დაუპირისპირდა

„ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა... ყველაფერი კარგად იქნება"- გიორგი ფხაკაძე

„ეს ვიდეო უნდა გადიოდეს ყველა ქართულ არხზე!“ – რას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე?