Digest Logo

„საკუთარი ღირსების და ოჯახების დასაცავად გამოვიდა თბილისი და ახალგაზრდობა“ - ხათუნა ხოფერია

1625726170
ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი აზრით, ახალგაზრდებმა, რომელიც დღეს მოძალადეებად შერაცხეს, ქვეყნის ღირსება დაიცვეს.

„აი, რა მოხდა 5-6 ივლისს საქართველოში!

1. მოხდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, თბილისის დიდი სინაგოგის, მუსლიმთა სამმართველოს, იეზიდთა კავშირის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ქართველი ხალხის სრული კონსოლიდაცია ეროვნული ღირებულებების, ოჯახისა და ერის ტრადიციების, ადამიანთა მთავარი უფლებებისა და თავისუფლების გარშემო! მადლობა, ამ ერთიანობისთვის!

2. ჩაიშალა და საბოლოოდ დაესვა წერტილი ლჯბტQ+თემისა და „პრაიდის“ დროშას ამოფარებული პოლიტიკური გეიპარტიების, საერთაშორისო მოძალადეების, ტელე და NGO ჯგუფების სამომავლო მსუყე დაფინანსებისა და პოლიტიკური პროცესების მართვის პერსპექტივას!

3. არ და ვერ მოხდა სახელმწიფოს სისუსტისა და ხელისუფლების ცვლილების საჭიროების დემონსტრირება!

4. ვერ შეძლეს პოლიციის, როგორც სტაბილურობისა და სახელმწიფოს სიმტკიცის, დისკრედიტაცია!

5. მოხდა, მორწმუნე საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ეროვნული ღირებულებების, ჩვენი ოჯახებისა და მომავალი თაობების გახრწნასა და გადაგვარებაში მონაწილე ლიდერების, ჟურნალისტების, NGO-ების, მაღალჩინოსნების, პარტიების, სპიკერების და ექსპერტების სრული, სახელობითი ლუსტრაცია!

6. თვალნათელი გახდა, რომ ფერადოვან ფაშიზმს საქართველოში მხარდაჭერა არა აქვს. სწორედ ამიტომ მოხდა მეორე შეკრებისათვის ჟურნალისტებზე ძალადობის თემის წამოწევა.

7. რაც არ უნდა დასანანი იყოს, დადასტურდა, რომ ტელევიზიების, ჟურნალისტების, მედიაპროექტების მიმართ ხალხის ნდობა 0-ის ტოლია!

8. გუშინ, ღამით, საკუთარი ღირსების და ოჯახების დასაცავად გამოვიდა თბილისი და ახალგაზრდობა!

ეს ფაქტია! ახლა, მიდით და დაუძახეთ თქვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს მოძალადეები“! – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია.

ცნობისთვის, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგებოდა.

პოლიციამ ორ დღეში არეულობაში მონაწილე 100-ზე მეტი პირი დააკავა.

აგრეთვე დაგაინტერესეთ:

„ლაშამ რომ დამინახა საავადმყოფოდან ეტლით გამომიყვანეს, ადგილზე მოკვდა…“ – სალომე ბაკურაძე

როგორი ამინდი იქნება 8 ივლისს?

VIDEO: „მე შენ გარეგნობას არ ვუყურებ, მე შენ შიგნით ვიხედები“ - რას ფიქრობს მამა შალვა ტატუზე?