სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ვარლამ ლიპარტელიანის კარიერის დასრულებას და საზოგადოების რეაქციებზე წერს.
„სანამ ვარლამ ლიპარტელიანის წასვლით ზოგი დამწუხრებული და ზოგი გახარებული ხართ, არ დაგავიწყდეთ, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული მესი, არგენტინის ნაკრებიდან სამჯერ წავიდა და დაბრუნდა, ნაკრებთან ერთად კი მხოლოდ კოპა ამერიკა მოიგო წელს!
ისიც მაკვირვებს, ასე როგორ ემშვიდობებით? მადლობა და ნახვამდის??
მესმის, უდიდესი იმედგაცრუება აქვს, მაგრამ ზუსტად ჩვენ უნდა მივცეთ ძალა, დარჩეს და ის ორი სანუკვარი ოცნება აიხდინოს, რომელიც ახლოსაა თანაც!
ვისაც გინდათ, ისეთი ლიპო გახსოვდეთ უკანასკნელად, როგორიც დღეს იყო, გამოდით, დაგითვლით!
მე არც მაგასთან ვაპირებ შეგუებას და არც დღევანდელი დღით კაპიტნის გაცილებას!”- წერს მაგდა კლდიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇
🔵 „ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები და ვაქცინაცია ვერ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი
🔵 VIDEO: „ასეთი უბედურება დამემართა და დავიღუპე...“ - ტრაგედია გრიშა ონიანის ოჯახში