Digest Logo

„რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო...ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი“

1627574146
რაგბის მწვრთნელი

რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რმა ზურა ზო­ი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სა­დაც წერს, რომ მწვრთნე­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ზე­გავ­ლე­ნამ ჩა­აგ­დო.

როგორც ცნობილია, მაისაშვილი იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. იგი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

„რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო: ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.
ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.
ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება?
როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი" ? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას?
ერთი რამ ვიცი: - სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული. ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი
P. S. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს“, - წერს ზოიძე.


აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

🔵 „ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები და ვაქცინაცია ვერ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი

🔵 „მე მეშინია ვაქცინის! დიახ, მეშინია არსებული 4 ტიპის ვაქცინის... 18 თვეა ვარ ჩუმად!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია?

🔵 პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა ბექაური, ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიძა, ლექსების წერა და გაჭირვებული ცხოვრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - ძიუდოისტის უცნობი ამბები