სოციალური ქსელის მომხმარებელი ბელა მაღლაფერიძე ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც 90-იანი წლების მიწურულს მომხდარ სახალისო ამბავზე ჰყვება. გავრცელებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მე არ მიკვირს ის, რომ ვიღაცებს ჰგონიათ ქალები პირბადის შიგნით პომადას არ ვატარებდით და მაკიაჟს არ ვიკეთებდით.
90-იანების ბოლოა და ჩემი მეგობარი, როგორც შევარდნაძის დროს შეეფერებოდა, 14 თებერვალს პაემანზე წავიდა და გათხოვდა.
მშობლებისთვის ამბის შეტყობინება მე დამევალა. ავედი, შევედი ოთახში. ისედაც იცნობდნენ სიძეს, ძაან მოულოდნელობა არ იყო, ამიტომ ვამცნე, რომ გაიპარნენ და ბედნიერები არიან მეთქი.
ბაბომ იტირა, დედამ რატო არ მითხრაო. მამა კვდება სიცილით, მეო ვიცოდიო.
საიდანო, მივარდა დედამისი და ცოლი, საიდან იცოდიო?!
საიდანო და გუშინ რო იბანავაო, ფეხებზე მანიკური წაისვაო.
ზამთარში ვინ ისმევს ფეხებზე მანიკურსო?!“
წყარო: www.facebook.com