Digest Logo

„საშინელება ყოფილა, როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია... ძალიან ფრთხილად იყავით, ხალხო! არც ვიფიქრებდი რომ კოვიდი მქონდა ისე მოვიხადე“ - მაკა რაზმაძე

1626674321
მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი პოსკოვიდურმა გართულებებმა იჩინა, რის გამოც ის საავადმყოფოშ მოხვდა. 

„მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი!ეს ყოფილა საშინელება,როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია, ბოლომდე ვერ ახერხებ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას...

ჩემი ფეხით მივვარდი საავადმყოფოში და იქ დაიწყო რაც დაიწყო-აღმომაჩნდა ანტისხეულები და ესეიგი აღმოჩნდა რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები,არც სიცხე არც არაფერი-აი ასე უბრალოდ გადამიტანია და მორჩა! და სამაგიეროდ ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები.სამჯერ გავიკეთე ტესტი და საბედნიეროდ უარყოფითია, თუმცა პოსტკოვიდური სიმპტომები არანაკლებ საშინელება ყოფილა... ჩვენი ექიმები არიან გმირები!ნამდვილი გმირები, რასაც მე ამ დღეებში საავადმყოფოებში ვუყურე და საკუთარ თავზეც გამოვცადე
ახლა სახლში ვარ შედარებით უკეთ და გული მადლიერებით მაქვს სავსე, მინდა ყველას ვუთხრა როგორი ოქროა Nino Nadiradze.

ნახეთ ის სამსახურში, ნახეთ როგორ ეფერებიან ის და მისი ექიმები პაციენტებს,როგორი თავგანწირვით ებრძვიან კოვიდს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და აღარასდროს გაგახსენდებათ სხვა არაფერი ნინოს ხსენებისას!დიდი მადლობა მის კლინიკას, Ekaterine Xachidze ს ასევე სხვა საავადმყოფოს ექიმებსაც მადლობა-Giorgi Varshanidze Misha Qemertelidze.

დიდი მადლობა რომ ასე გადამყევით და ასე ზრუნავთ და ეფერებით ყველა ავადმყოფს!

ამ დღეებში ბევრი სიკეთე დამანახვა ჩემმა პოსტკოვიდურმა თავგადასავალმა და არ შემეძლო ეს არ მეთქვა!
და ყველაზე მთავარი - ძალიან ფრთხილად იყავით, ხალხო! არც ვიფიქრებდი რომ კოვიდი მქონდა ისე მოვიხადე და ახლაც გული მისკდება შიშისგან რომ წარმოვიდგენ ვინმე ჩემს გამო რომ დაავადებულიყო! ძალიან ფრთხილად იყავით!ჯანმრთელობა ყველას,“- წერს მაკა რაზმაძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„შარშანდელი შემოდგომა და ზამთარი სანატრელი გაგვიხდება... გენოციდის ტოლფასია, რას ჩავდივართ?“- ჟამურაშვილი

„ამბავი უნდა გიამბოთ დაუჯერებელი, „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და „სუფთა“ საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ“ - ჟურნალისტი