კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, საქართველოში პანდემიის გამო დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამაზე ცუდი სიკვდილი არ არსებობს. მუსიკოსი წერს, რომ კორონავირუსით გარდაცვალება ვერ შეედრება, ინსულტით, ან სხვა დაავადებით სიკვდილს და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
„ვისაც ჩემი პოსტები არ მოგწონთ უმარტივესია, შემოდით ჩემს გვერდზე მარჯვნივ სამი წერტილია და ბლოკიც მანდვეა !!!
სიკვდილსაც ხომ გააჩნია
ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს „შავი პარკი“ ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი (ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში)
ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?
ფრაზები რომ
- გრიპით მეტი კვდება, გულით, ინსულტით სინდისი იქონიეთ და შავ პარკს არ შეადაროთ !!!
ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ დასაწვავ შავ პარკს და ვინც კიდევ მეტყვის რომ
- საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ, არ ვიცავ რეგულაციებს და არ ვიცრები და სულაც არ არსებობს კოვიდი… მე სიტყვებიც აღარ მრჩება რაიმე გითხრათ …. დღეს კიდევ 81 როდემდე?“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵კიბოს 5 ყველაზე გავრცელებული სახეობა ბავშვებში
🔵„Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის ანტივირუსული აბის შემუშავება“ - სიახლე რომელსაც ყველა ელოდა
🔵„ღვთისმშობლის კვართს დაადგეს ილია მეორის „ხატი“ და მრევლი მის წინ იყრის მუხლს“ - დეკანოზი