Digest Logo

„შეიწირეს... ახლა რა იქნება! “ - რას წერენ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ?

1625985821
ოპერატორი

დღეს, 11 ივლისს საქართველომ ახალგაზრდა ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაკარგა. სოციალური ქსელი დილიდან მძიმე ამბავმა მოიცვა და ყველა ამაზე საუბრობს.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

ამ ტრაგიკულ ისტორიას ბევრი ადამიანი გლოვობს, სოციალურ ქსელში გაჩნდა კავშირი მის გარდაცვალებასა და ცემის ფაქტს შორის, თუმცა ექსპერტიზის პასუხი ჯერ უცნობია.

„ტვ პირველის ნაცემი ოპერატორი გარდაიცვალა. ეს რა ცუდი დღე გაგვითენდა ყველას! ღმერთო, ძალა მიეცი მის დედას!“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ახლა რა იქნება! ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენს პროფესიას! - დავით ქაშიაშვილი.

„და ამის მერე აქვს აზრი რამეს? ეს ბიჭი აღარ გვყავს“, - თორნიკე კოშკაძე.

„შეიწირეს“, - ვატო წერეთელი.

„გუშინ ამ ეთერში რომ იყო იქიდან მწერდა „ბოს ახლა მე ვიქნები და მიყურეო“... საოცრად კარგი თვისებები აღმოვაჩინე მასში და ძალიან გვიყვარდა ყველას... რა უსართლობაა ეს ცხოვრება“, - ლევან კირვალიძე.