ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი.
ინფორმაციისთვის, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.