უფლებათადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქალბატონებს თხოვნით მიმართავს.
მისი თქმით, ბევრი შემთხვევა ჰქონია, როდესაც კაცმა შეყვარებულ ქალს ბანკიდან ვალი გამოატანინა და არ გადაიხადა.
„არ გავუუპატიურებივარო და სრულწლოვანი ვეგონეო“ - რამ აღაშფოთა ბაია პატარაია
„ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, კაცმა რომ შეყვარებულ ქალს ბანკიდან ვალი გამოატანინა და არ გადაიხადა.
ნურავის გამო ნუ გამოგაქვთ ვალი, ქალებო, განსაკუთრებით ახალგაზრდა და გამოუცდელო გოგოებო.
შეყვარებული რომ ვალის აღებას მოგთხოვთ, ჩათვალეთ, რომ ე, მანდ დასრულდა თქვენი სიყვარული.
„რა სამარცხვინო სისულელე დაწერე, გესმის მაინც?!“ – ნიკა გვარამია ბაია პატარაიას უპირისპირდება
პ.ს. ჩემი გულითადი რჩევაა, რომ არც ოჯახის წევრების ნაცვლად აიღოთ ვალი, ან იცოდეთ, რომ ბოლოს მხოლოდ თქვენი გადასახდელი იქნება და თუ თანახმა ხართ ვინმეს აჩუქოთ ფული, რომელიც არ გაქვთ, კი ბატონო.
პ.პ.ს. ვალის აღების იძულება დანაშაულია. ვალის გადახდის ვალდებულების შეტენვა კი ეკონომიკური ძალადობაა, რაც ძალიან გავრცელებულია ამ ქვეყანაში“,- წერს პატარაია.