Digest Logo

შეპირებული კარგი ამბები - ფხაკაძე სასიხარულო სიახლეს აქვეყნებს

1630520679
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოს წამალი Molnupiravir-მა კვლევების მე-2 ფაზაში კარგი შედეგები აჩვენა და მე-3 ეტაპზე გადავიდა.

„შეპირებული კარგი ამბები. კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი „Molnupiravir“ მოადგა კვლევების მე-3 ფაზას. მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.

დაველოდოთ მაგრამ სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნებ ხელმისაწვდომი ჩვენ უნდა გაუფრთხილდით ერთმანეთს.

აიცერით დროზე ფაიზერით სანამ ის კიდევ არის ხელმისაწვდომი …

ჯანმრთელობას გისურვებთ

პს: ისე მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო მაგრამ ვერ გასნართლა და განაცხადა რომ მთელ რესურს წამალზე გადიტანს. დაველოდოთ …“ - წერს ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს

🔵3 დღე ბავშვს თავზე დავტიროდი... ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე - რა განსაცდელი გაიარა ციაკო ფიფიამ

🔵რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანოთ კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი კლინიკაში?