Digest Logo

„შიშისგან უფრო მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე პანდემიისგან... ბევრი ადამიანი მოიკლავს სულს, ბევრი კი - სხვისას მოკლავს“

1630568613
ნიკუშა კაკილაშვილი

სოციალურ ქსელში ნიკუშა კაკილაშვილი სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის პანდემიის შესახებ წერს, მისი თქმით, შიშისგან უფრო მეტი უფრო ადამიანი მოკვდება, ვიდრე პანდემიისგან. 

„როგორ დავიცვათ თავი პანდემიისგან?

ეს კითხვა დაუსვეს ოშოს შიდსის აფეთქებისას, დაახლოებით 40 წლის წინ.

თქვენ არასწორად სვამთ კითხვას! მართებულია იკითხოთ:

როგორ ავარიდოთ თავი პანდემიის შიშისგან სიკვდილს?

იმიტომ რომ ვირუსისგან თავის არიდება იოლია, მაგრამ ძალიან რთულია თავი აარიდო შიშს.

შიშისგან უფრო მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე პანდემიისგან. შიშზე სასტიკი ვირუსი არ არსებობს ამ ქვეყანაზე.
შიშს თუ არ გააცნობიერებთ, სხეულზე მალე თქვენი სული გარდაიცვლება.
და აქ ვირუსი არაფერ შუაშია!!

ის საშინელი ატმოსფერო, რასაც ამ პერიოდში გრძნობთ - კოლექტიური სიგიჟე უფროა, ვიდრე პანდემია....
ასეთი რამ ათასჯერ მომხდარა და კიდევ იქნება....
მანამ, სანამ არ გაიგებთ და გააცნობიერებთ მასისა და შიშის ფსიქოლოგიას.

ადამიანები ძირითადად აკონტროლებენ თავის შიშებს, მაგრამ კოლექტიური პანიკის დროს, თქვენი ცნობიერება შეიძლება სულ დაიკარგოს....

და ამ დროს, ვერც კი ამჩნევ ისე კარგავ კონტროლს შენს შიშზე. და მაშინ შიში გაგაკეთებინებს ყველაფერს, რაც უნდა....

უახლოეს მომავალში იმდენი რამე მოხდება....
ბევრი ადამიანი მოიკლავს სულს, ბევრი კი - სხვისას მოკლავს...

გაფრთხილებთ, იყავით ყურადღებით!!

ნუ უყურებთ იმ ინფორმაციებს, რომლებიც შიშს ბადებს.

შეწყვიტეთ პანდემიაზე საუბარი და ერთი და იგივეს გამეორება ისევ და ისევ და ისევ - ეს თვითჰიპნოზია!!
შიში - ესაა გარკვეული სახის თვითჰიპნოზი!!

მას შეუძლია ორგანიზმში ქიმიური ძვრებიც კი გამოიწვიოს.

როდესაც გაუთავებლად იმეორებთ ერთი და იგივეს, ხდება ქიმიური ცვლილებები, რომლებიც ისეთი ტოქსიკურია, რომ შეიძლება გადაგიყოლიათ კიდეც.

ეპიდემიის დროს ენერგია მთელ მსოფლიოში არარაციონალური ხდება. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ დროს შეიძლება „შავ ხვრელში“ ჩავარდნა.

ხოლო მედიტაცია შეგძენთ დამცავ აურას, რომელშიც ვერ შეაღწევს ნეგატიური ენერგია.
ოშო,“- წერს ნიკუშა კაკილაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღეს გადამწყვეტია - დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, ქუდზე ექიმი გამოიძახეთ... ექიმი და არა დიპლომი, მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს...“ - სოფო ბერიძე

🔵„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან