
ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.
ექიმი დეტალურად წერს, ინფიცირების ყველა დღის შესახებ.
„ჩემი ხომ გჯერათ? ნუ ვისაც გჯერათ.
6 ნიშანი იმისა, რომ COVID-19 უკვე გქონდათ
კოვიდის 10 მცნება:
დღე 1 - არ იცით ,რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)
დღე 2 - გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია). მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად. ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.
დღე 3 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.
დღე 4 - დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდება,თ მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.
დღე 5 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. (ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით).
დღე 6 - იგივეა, რაც დღე 5
დღე 7 - თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება.
თუმცა: აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად, გაქვთ გახშირებული სუნთქვა, მომატებული პულსი, დაბალი სატურაციის ციფრები, თუ ექიმი არ გიპასუხებთ - თუ სასწრაფო არ გიპასუხებთ - მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში.
ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს - ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!!
დღე 8 - თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია
ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი
ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.
გ) ხართ კლინიკაში - მოეშვით და მიენდეთ ექიმებს. დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ როგორც გასწავლიან.
დაიმახსოვრეთ - შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.
დღე 9 - კოვიდი უკან იხევს! თქვენ ეს შეძელით.
თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.
დღე 10 - თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 %!) თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!
თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება - კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!! არ დანებდეთ!
#stopcovajara
p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: